Latest news
კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა Euro 7: 2026 წლის ბოლოდან ავტომობილებისთვის ახალი ეკოლოგიური მოთხოვნები ამოქმედდება The Guardian: ნოლანის „ოდისეამ“ შესაძლოა მესინია სამუდამოდ შეცვალოს საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები საბერძნეთში „თეთრი ზონების“ პროექტი იწყება – 54 ახალი სადგური ციფრული ტელევიზიის დაფარვას გააფართოებ... სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა - აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება ღალაცი: 80 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ორშაბათი, ივლისი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვინ არის რომა, რომელმაც გაბედა და დამახინჯებულ წეს-ჩვეულებებს გადაუხვია 

ვინ არის რომა, რომელმაც გაბედა და დამახინჯებულ წეს-ჩვეულებებს გადაუხვია 

კარდიცას ყველაზე დიდ ბოშათა დასახლებაში დაბადებულმა და გაზრდილმა ფრიქსოს დრაკონიდისმა, გადაწყვიტა დაეცვა მისი შვილები იმ გაბატონებული წეს-ჩვეულებებისგან, რომელიც აღნიშნულ საზოგადოებაში არასრულწლოვნების 7 წლის ასაკიდან დანიშვნას ითვალისწინებს.

ფრიქსოს დრაკონიდისი ვიდეოგრაფია, რომელიც მკაცრი, დაუწერელი კანონებით გაიზარდა, თავად 18 წლისამ იქორწინა 15 წლის მეუღლეზე, მაგრამ გადაწყვიტა, რომ თავისი ქალიშვილები მსგავსი გამოცდილებისგან დაეცვა. ტრადიციების ნაცვლად, აირჩია შვილებისთვის მიეცა განათლება, ხოლო დუმილისა და წეს-ჩვეულებებისთვის ბრმად მიყოლის ნაცვლად, აირჩია თავისუფლება.

აღნიშული საზოგადოებისთვის საყვარელი ვიდეოგრაფი, რომელსაც არაერთი ქორწილი აქვს გადაღებული, protothema ΘΕΜΑ UNCUT-თან ყვება დამახინჯებულ ტრადიციებზე, რაც მას ობიქტივის მიღმა უნახავს: ძვირადღირებული საჩუქრები, ათასობით ევროს ღირებულების მზითვები, არასრულწლოვნების დანიშვნის სანაცვლოდ ეკონომიკური მოლაპარაკებები.

თავად აცხადებს, რომ დასახლებაში, მიუხედავად მისი განსხვავებული შეხედულებებისა, პატივს სცემენ. 

ფრიქსოს დრაკონიდისი ეთანხმება სამოქალაქო დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას ბოშათა დასახლებაში პოლიციის დანაყოფების შესვლასთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობისთვის უსაფრთხოების დაცვის გაზრდას ითვალისწინებს. თუმცა იქვე აღნიშავს, რომ უნდა შეწყდეს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და პოლიციამ შეწყვიტოს ადამიანების შეჩერება და შემოწმება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *