თავზე პარკი ჰქონდა ჩამოცმული ქალის ცხედარს, რომელიც ძმამ დაახრჩო
თავზე პარკი ჰქონდა ჩამოცმული ქალის ცხედარს, რომელიც ძმამ დაახრჩო
შემაძრწუნებელია 59 წლის ქალის მკვლელობის საქმის დეტალები, რომელიც საკუთარმა ძმამ დაახრჩო.
საზარელი მკვლელობა შუადღის 3 საათზე მოხდა ალექსანდრიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში.
მკვლელი 50 წლის კაცია, რომელმაც თავად გამოიძახა პოლიცია და სატელეფონო ზარის განხორციელებისთანავე აღიარა დანაშაული. სამართალდამცავ ორგანოებს თავადვე გაუღო სახლის კარი და აჩვენა მისი დის ცხედარი.
შემზარავი იყო სანახაობა, რომელიც პოლიციელებს მკვლელობის ადგილზე დახვდათ. ცხედარის თავი პარკში იყო გახვეული და სავარაუდოდ აღნიშნული პარკითვე გაგუდა ძმამ და.
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია მკვლელობის მოტივი. დაკავებული ადვოკატთან გასაუბრებას ითხოვს.
Facebook Comments Box
