Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თეოდოროპულოს: ნუ ვიტყვით რომ დიქტატორია ხალხმა დაამხო, ხუნდა სათავეში მყოფთა სისულელის გამო დაიშალა

თეოდოროპულოს: ნუ ვიტყვით რომ დიქტატორია ხალხმა დაამხო, ხუნდა სათავეში მყოფთა სისულელის გამო დაიშალა

მწერალმა და ჟურნალისტმა ტაკის თეოფოროპულოსმა სამხედრო მმართველობა “ხუნდა”-სთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა. ჟურნალისწი აცხადებს, რომ ხუნდა ხალხმა კი არ დაამხო, არამედ შიდა განხეთქილებების, მმართველი პირების სისულელის და კვიპროსთან დაკავშირებული ტრაგედიის გამო დაიშალა.

ტაკის თეოდოროპულოსი დიქტატორიის პერიოდში მოსწავლე იყო, სკოლის გაზეთში მთავარი რედაქტორი იყო და გარდა ამისა ბეჭდავდა საჯარო განცხადებებსა საბეჭდ მანქანაზე. 

Action 24-თან საუბრისას ჟურნალისტმა განაცხადა: “აღნიშნული გამოცდილება დამეხმარა გამეაზრებინა, რომ ამ ყველაფერში იყო რაღაც სასაცილო. პირდაპირ რომ ვთქვათ არ არსებობდა ძლიერი ტალღა დიქტატორიის წინააღმდეგ. ხუნდა მოვიდა, თავზე წამოგვაჯდა, ბერძნულმა საზოგადოებამ ის უმეტესწილად მიიღო. არსებობდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელმაც მათ წინააღმდეგ წასასვლელად სასწორზე საკუთარი სიცოცხლე დადო. არსებობდნენ ადამიანები რომლებმაც სიცოცხლეც კი გაწირეს მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ნუ ვიტყვით რომ მთელი ერი გაერთიანდა ხუნდას წინააღდეგ. ხუნდა ხალხს არ დაუმხია, ის შიდა განხეთქილებების, მმართველი პირების სისულელის და კვიპროსთან დაკავშირებული ტრაგედიის გამო დაიშალა. დიქტატორიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და “სიწმინდის” მინიჭება არის ეშმაკური ნაბიჯი, რომელიც გარკვეულმა პირებმა გამოიყენეს იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და ჰყოლოდათ მძღოლები, რათა მათთვის მანქანის კარი გაეღოთ. ჩვენ კი ჩვენი გულუბრყვილობის გამო დავიჯერეთ, რადგან საზოგადოებას გმირები აკლია.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *