Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიUncategorized

იღუმენიცა: მამის მაღაზიის წინ დალია სული 11 წლის ბიჭმა, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა

იღუმენიცა: მამის მაღაზიის წინ დალია სული 11 წლის ბიჭმა, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა

სულის შემძვრელია 11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის დეტალები, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.

ტელემაუწყებელი STAR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა გარდაცვლილის მამის მაღაზიის წინ მოხდა, მისი დედის თვალწინ. 

დედამ 11 წლის ბიჭს ნება დართო გზა დამოუკიდებლად გადაეკვეთა და სწორედ ამ დროს მოხდა საბედისწერო შეჯახებაც.

“ყოველდღე გადადის ბავშვი ამ გზიდან. მუხრუჭების ხმაც კი არ გამიგია, მხოლოდ დედის ყვირილის ხმა შემომესმა. ყვიროდა: “ჩემი შვილი.” – აცხადებენ თვითმხილველები.

უბედურ შემთხვევამდე ბავშვმა დედამისს დაურეკა და სთხოვა მისი სკოლიდან წამოყვანა, რადგან თავს კარგად არ გრძნობდა. დედამ ბიჭუნა მაღაზიამდე მიიყვანა. 

“ბავშვი უეცრად გამოჩნდა გზაზე, ელ.სკუტერით. არ ვიცი როგორ მოხდა…” – აცხადებს 58 წლის ქალი, რომელიც მანქანას მართავდა.

“ბავშვის გადარჩენას მთელი დეპარტამენტი ცდილობდა. მძიმე დაზიანებები გქონდა მიყენებული თავის არეში, ფილტვებზე, მკერდის არეში. როგორც დედა ისე ვგრძნობთ ოჯახის ტკივილს და მწუხარებას.” – განაცხადა ბიჭის ექიმმა, ელენი ნიკოლაიდუმ.

პოლიციამ ამოიღო ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ქალმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ბიჭის დანახვისას ჯერ დაამუხრუჭა, შემდეგ კი გამოძიებისთვის უცნობ მიზეზთა გამო სიჩქარეს უმატა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *