Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

კატერინი: სამშენებლო სამსახურის კორუფციული სქემა – დაკავებულია 11 პირი

კატერინი: სამშენებლო სამსახურის კორუფციული სქემა – დაკავებულია 11 პირი

ქალაქ კატერინის სამშენებლო სამსახურში კორუფციული სქემა გამოავლინეს, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები და კერძო ინჟინრები სამშენებლო ნებართვებისა და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების უკანონოდ დაჩქარების სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ.

2 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 11 ადამიანი: სამშენებლო სამსახურის ოთხი თანამშრომელი და შვიდი კერძო სპეციალისტი. საქმეში კიდევ 64 პირი ფიგურირებს.

გამოძიების თანახმად, უკანონო თანხებს ძირითადად ნაღდი ფულით, კონვერტებში მოთავსებულს გადასცემდნენ, ზოგჯერ კი შუამავლებისა და საკურიერო გზავნილების საშუალებით. კერძო ინჟინრები საკუთარი ხელმოწერებითა და ბეჭდებით უკანონოდ მომზადებულ ტექნიკურ დოკუმენტებს კანონიერ სახეს აძლევდნენ, ქრთამი კი საინჟინრო მომსახურების საფასურად ფორმდებოდა.

გამოძიებამ ამ დროისთვის დანაშაულის 151 შემთხვევა გამოავლინა. მიღებული უკანონო სარგებლის საერთო ღირებულება 137 932 ევროს აღემატება, მათ შორის იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და ავეჯი.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 264 440 ევრო ნაღდი ფული, 420 000 ევროს ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები, 38 ოქროს მონეტა, სამკაულები და სხვა ნივთები ამოიღეს. დაკავებულებს ბრალად, მათ შორის, ქრთამის აღება-გაცემასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *