Latest news
ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა კირიაკოს მიცოტაკისი: თუ პროგრამა “Προλαμβάνω”-სგან შეტყობინებას მიიღებთ, ნუ უგულებელყოფთ მას
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

კერძები, რომლებიც აღდგომის სუფრის განუყოფელი ნაწილია

კერძები, რომლებიც აღდგომის სუფრის განუყოფელი ნაწილია

საბერძნეთის სუპერ მარკეტებში უკვე ამოქმედებულია პროგრამა სააღდგომო კალათი, რომელიც სადღესასწაულო სუფრისთვის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შეიცავს, როგორიცაა ცხვრისა და თხის ხორცი, სააღდგომო შოკოლადის კვერცხები, სააღდგომო ფუნთუშა “ცურეკი” და ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

აღდგომისთვის სამზადისი დიდი მარხვის პირველი დღიდან იწყება.

დიდი მარხვის დასაწყისად ბერძნები სუფთა ორშაბათს მიიჩნევენ, რომელიც აღდგომამდე შვიდი კვირით ადრე იწყება და გრძელდება ორმოცი დღის განმავლობაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი მაღირიცაა, ტრადიციული ბერძნული წვნიანი, რომელიც აღდგომის ღამეს, მარხვის დასრულების აღსანიშნავად მზადდება. 

კერძის მთავარი ინგრედიენტი ბატკნის ღვიძლი, გული და ფილტვებია.

მაღირიცას მოსამზადებლად ბატკნის შიგნეულობის გარდა დაგჭირდებათ ხახვი, მწვანე ხახვი, კამა, სალათის ფურცლები, ბრინჯი, ზეითუნის ზეთი, კვერცხი და ლიმონი. შიგნეულობას ჯერ ხარშავენ, შემდეგ ბოსტნეულთან ერთად თუშავენ, ამატებენ წყალს, ბრინჯს და ბოლოს ასქელებენ ავგოლემონოს სოუსით.

უნდა აღინიშნოსმ რომ არსებობს სოკოს მაღირიცაც, რომელიც ვეგეტარიანული ვერსიაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *