Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიUncategorized

კვიპროსი: კაცმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა

კვიპროსი: კაცმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა

კვიპროსზე, კერძოდ ლემესოში, დღეს დილით 55 წლის პოლიციელმა საკუთარ მეუღლეს, 46 წლის ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის ამ დრომდე რეანიმაციაშია განთავსებული და ექიმები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული 55 წლის კაცის მეორე პარტნიორია. 

დაკავებულს 4 შვილი ჰყავს 2 პირველი ქორწინებიდან, ხოლო 2 კი მისი ამჟამინდელი მსხვერპლისგან. 

წყვილის ერთ-ერთი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს, ხოლო მეორე კი არასრულწლოვანია და ოჯახთან ერთად კვიპროსზე ცხოვრობდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცი ცოლს სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, სკოლის წინ დახვდა. 

სროლას გამვლელიც შეესწრო, რომელსაც კაცი დაემუქრა და მოსთხოვა არ დახმარებოდა მის დაჭრილ მეუღლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *