Latest news
საბერძეთი: სკოლებში უფასო კვების პროგრამა განახლდა საბერძნეთი: უფასო მამოგრაფიის პროგრამა განახლდა სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი კვიპროსელი სტუდენტის მამამ სასამართლოზე ჩვენება მისცა ნიკოს კარველას: ვისის სანაცნობო წრე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთი: ამინდი საგრძნობლად გაუარესდება პანდიოს უნივერსიტეტი სტუდენტურ სართო საცხოვრებელს ხსნის ნიკოს კარველას საგადასახადო სამსახურის ინსპექტორებთან შელაპარაკება მოუვიდა 12 ოქტომბრიდან საბერძნეთში ციფრული ბარათი ახალ შრომით სექტორებზშიც დაინერგება ჩემი სახლი 3 - საბერძნეთში პირველადი საცხოვრებლის შესაძებად 230 000 ევრომდე შეღავათიანი სესხები გაიც... კოზანი: პენსიონერის სახლში სახიფათო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კვიპროსი 2028 წლიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს დაიწყებს

კვიპროსი 2028 წლიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს დაიწყებს

იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Eni-მ მიიღო საინვესტიციო გადაწყვეტილება კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარე „კრონოსის“ (Cronos) გაზის საბადოს განვითარების შესახებ. პროექტში, თანაბარი (50%-50%) მონაწილეობით, ჩართულია ასევე ფრანგული კომპანია TotalEnergies. პირველი კომერციული ექსპორტი 2028 წელს იგეგმება.

„კრონოსი“ კვიპროსის პირველი ბუნებრივი აირის საბადოა. მისი მარაგი დაახლოებით 3,1 ტრილიონ კუბურ ფუტად არის შეფასებული, ხოლო დღიური წარმოება 500 მილიონ კუბურ ფუტს აღწევს.

ბუნებრივი აირი ზღვისქვეშა მილსადენით ეგვიპტის „ზოჰრის“ (Zohr) საბადოს ინფრასტრუქტურას დაუკავშირდება, სადაც დამუშავების შემდეგ თხევად ბუნებრივ აირად (LNG) გარდაიქმნება. შემდგომ LNG საერთაშორისო ბაზრებზე, ძირითადად ევროპაში, გაიგზავნება.

პროექტის განხორციელება კვიპროსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანა პირველად გახდება ბუნებრივი აირის მწარმოებელი და ექსპორტიორი. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ევროპის ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

„კრონოსის“ საბადო 2022 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ყველა აუცილებელი სამთავრობო და კომერციული შეთანხმების დასრულების შემდეგ მისი განვითარების ოფიციალური ეტაპი უკვე დაწყებულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *