კიმბერლი გილფოილმა აკროპოლიდან კალიმარმარომდე ირბინა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნით ხელში
კიმბერლი გილფოილმა აკროპოლიდან კალიმარმარომდე ირბინა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნით ხელში
დილის 07:45 საათზე დაიძრა ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვისმ რომელიც მილანში გაიმართება 2026 წელს, ოლიმპიური ცეცხლი აკროპოლიდან კალიმარმაროს სტადიონის მიმართულებით.
ჩირაღდნის ესტაფეტაში ბევრმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის კი ამერიკის ელჩი კიმბერლი გილფოილიც იყო.
ამერიკის ელჩი საბერძნეთში კამერების წინაშე 08:30 საათზე სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი, ქუდით და ხელთათმანებით გამოჩნდა, გადაიბარა ოლიმპიური ცეცხლი აკროპოლის მუზეუმთან და განსაზღვრული მანძილის გავლის შემდეგ ჩირაღდანი ჯონ ჰაკ-ს გადასცა.
ჯონ ჯაკისგან ჩირაღდანი ხრისტოს მარაფაცოსმა ჩაიბარა, რომელიც თანაპრეზიდენტია მოძრაობის “ბერძნები ტრამპისთვის” და სწორედ მან გადმოიტანა ათენის გულში ოლიმპიური ცეცხლი.
