Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძულ სიროსზე სასწრაფო დახმარების თანამშრომელი დანით დაჩეხეს

კუნძულ სიროსზე სასწრაფო დახმარების თანამშრომელი დანით დაჩეხეს

კუნძულ სიროსზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი EKAB-ის (სასწრაფო დახმარების სამსახურის) თანამშრომელი ბინაში მივიდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოიჯარეები ცხოვრობდნენ და მათ სამი თვის დავალიენების გადახდა სთხოვა.

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბინაში მცხოვრებმა მამაკაცმა ქალს ზურგში დანა ჩაარტყა. მძიმედ დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თავად ბრალდებული განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. მისი მტკიცებით, ქალი ბინასთან დანით მივიდა და მას ემუქრებოდა, რის შემდეგაც ინციდენტი ფატალურად დასრულდა. პოლიცია ორივე ვერსიას იკვლევს და დანაშაულის ზუსტი გარემოებების დასადგენად მუშაობს.

გარდაცვლილი ქალი ზაფხულის სეზონზე სიროსზე მივლინებით მუშაობდა ადგილობრივი სასწრაფო დახმარების სამსახურის გასაძლიერებლად. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *