ლენა სამარას ორშაბათს, 11 აგვისტოს დაკრძალავენ
ლენა სამარას ორშაბათს, 11 აგვისტოს დაკრძალავენ
საყოველთაო მწუხარება გამოიწვია ყოფილი პოლიტიკოსის, ანდონი სამარასის ქალიშვილის, ლენა სამარას მოულოდნელმა გარდაცვალებამ, რომელიც ოჯახმა 7 აგვისტოს 22:29 საათზე დაკარგა. ლენა სამარა ეპილეფსიის შეტევის შემდეგ, გულისშეტევით გარდაიცვალა.
ახალგაზრდას ორშაბათს, 11 აგვისტოს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ანდონი სამარას ოჯახში გუშინ ღამით, როცა მისი ერთადერთი შვილი, 34 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ლენა სამარამ მოულოდნელად იგრძნო თავი შეუძლოდ და თავბრუ დაეხვა. ლენა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ჯერ სიზმანოღლიოს შემდეგ კი ევანგელიზმოს საავადმყოფოში ნევროლოგიური გამოკვლევების ჩასატარებლად, ჩაუტარდა კარდიოლოგიური გამოკვლევებიც და სწორედ ექიმების ხელში დაკარგა გონება ეპილეფსიური შეტევის შედეგად. ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი დამძიმების გამო ახალგაზრდა რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა, რადგან პაციენტი მალევე გულის შეტევით გარდაიცვალა. 50 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ექიმები ლენას სიცოცხლის შენარჩუნებას მაგრამ უშედეგოდ.
