Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები გრძელდება

მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები გრძელდება

ათენში მეტროს მე-3 ხაზზე დროებითი შეზღუდვები დღეს, 10 სექტემბერს, კვლავ მოქმედებს. მიზეზი ელეონასისა და მონასტირაკის სადგურებს შორის სარკინიგზო ლიანდაგების შეცვლის სამუშაოებია.

სამუშაოების გამო დღეს ელეონასის, კერამიკოსისა და მონასტირაკის სადგურები 21:40 საათზე დაიკეტება, 

ბოლო მატარებლები ამ მიმართულებით შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

  • ელეონასი → დუკისის პლაკენტიასი –  21:22
  • კერამიკოსი → დუკისის პლაკენტიასი –  21:25
  • მონასტირაკი → დუკისის პლაკენტიასი – 21:27
  • დუკისის პლაკენტიასი → მუნიციპალური თეატრი (დიმოტიკო თეატრო) – 21:30
  • მონასტირაკი → მუნიციპალური თეატრი – 21:51
  • კერამიკოსი → მუნიციპალური თეატრი – 21:53
  • ელეონასი → მუნიციპალური თეატრი – 21:56

აეროპორტიდან მუნიციპალური თეატრის მიმართულებით ბოლო მატარებელი 21:10-ზე გავა, ხოლო მუნიციპალური თეატრიდან აეროპორტისკენ – 21:06-ზე.

21:40 საათის შემდეგ აეროპორტის მიმართულებით მატარებლები მხოლოდ სინდაღმამდე იმოძრავებენ. ამ პერიოდში სინდაღმიდან აეროპორტისკენ მატარებლები 22:02, 22:38 და 23:14 საათზე გაემგზავრებიან.

დაკეტილი სადგურების დასაკავშირებლად იმუშავებს დროებითი ავტობუსის მარშრუტი X24 – „სინდაღმა–ეღალეო“, რომელიც მეტროს მუშაობის დასრულებამდე იმოძრავებს.

ავტობუსი გაივლის შემდეგ სადგურებს:

სინდაღმა → ომონია → მონასტირაკი → კერამიკოსი → ელეონასი → ეღალეო

საპირისპირო მიმართულებით მარშრუტი იგივე სადგურებს გაივლის. შეზღუდვები დღეს, 10 სექტემბერს, დასრულდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *