Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მეტრო: 29 ოქტომბრის ჩათვლით 5 მეტროსადგური  შეზღუდული განრიგით მოემსახურება მგზავრებს

მეტრო: 29 ოქტომბრის ჩათვლით 5 მეტროსადგური  შეზღუდული განრიგით მოემსახურება მგზავრებს

ათენის მეტროს მე-3 ხაზზე, 25-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით, სარკინიგზო ლიანდაგების შეცვლის სამუშაოების გამო, 5 სადგური ყოველდღიურად 21:40 საათზე დაიკეტება.

სატრანსპორტო კომპანია ΣΤΑΣΥ-ს განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ სადგურებს: Εθνική Άμυνα, Χολαργός, Νομισματοκοπείο, Αγία Παρασκευή და Χαλάνδρι. სამუშაოები მონაკვეთზე Κατεχάκη–Δουκίσσης Πλακεντίας ჩატარდება.

მგზავრთა მომსახურებისთვის ΟΑΣΑ დროებით ავტობუსის ხაზს Χ25 აამოქმედებს, რომელიც 21:40 საათიდან მეტროს მოძრაობის დასრულებამდე იმოძრავებს და დახურულ სადგურებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ავტობუსი იმოძრავებს მარშრუტზე Στ. Μετρό Κατεχάκη – Στ. Μετρό Δ. Πλακεντίας, ორივე მიმართულებით.

სამუშაოების პერიოდში მეტროს მოძრაობა გაგრძელდება მონაკვეთებზე Δημοτικό Θέατρο–Κατεχάκη და Δ. Πλακεντίας–Αεροδρόμιο.

შეიცვლება ასევე აეროპორტის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგი. ბოლო მატარებელი Δημοτικό Θέατρο-დან Αεροδρόμιο-ს მიმართულებით 21:06 საათზე გავა, ხოლო Αεροδρόμιο-დან Δημοτικό Θέατρο-ს მიმართულებით — 21:10 საათზე.

21:40 საათის შემდეგ აეროპორტისკენ მიმავალი მატარებლები Δ. Πλακεντίας-დან იმოძრავებენ, ხოლო აეროპორტიდან წამოსული მატარებლები ამავე სადგურზე დაასრულებენ მარშრუტს.

მგზავრებს ურჩევენ, გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ და გამგზავრებამდე გადაამოწმონ დროებითი განრიგი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *