Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ვასილის კარას: მე კარგად ვარ მომზადებული, რადგან ყველა ვარსკვლავი ოდესღაც ქრება

ვასილის კარას: მე კარგად ვარ მომზადებული, რადგან ყველა ვარსკვლავი ოდესღაც ქრება

ელი სტაიმ ატვირთა ნაწყვეტი პოპულარული მომღერლის ძველი ინტერვიუდან.

შობის ღამეს ვასილის კარასის გარდაცვალებამ ღრმა მწუხარება გამოიწვია არა მხოლოდ მთელ საბერძნეთში არამედ მსოფლიოს ბევრ ნაწილში.

ცნობილი მომღერალი გულის შეტევით გარდაიცვალა, იმავდროულად, სიმსივნეს ებრძოდა და ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ელი სტაიმ ინსტაგრამის პირად ანგარიშზე ატვირთა ნაწყვეტი ძველი ინტერვიუდან, რომელიც პოპულარულ მომღერალს ჩამოართვა.

პოსტის თანხლებით მან დაწერა: „გუშინ გარდაიცვალა დიდი ფოლკლორული მომღერალი, რომელიც მსოფლიოს ძალიან უყვარდა. “მე კარგად ვარ მომზადებული, რადგან ყველა ვარსკვლავი ოდესღაც ქრება”, – მითხრა ვასილის კარასმა რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში. ვასილი შენ არ გჭირდებოდა მომზადება,  შენ იყავი და მარად იქნები კაშკაშა ვარსკვლავი!”

ნაწყვეტი, როგორც მან გაამხილა, გადაცემა “ელის თვალებით” არის და 2001 წლით თარიღდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *