Latest news
ავტომობილების ქურდების ახალი საზაფხულო ხრიკი ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ნიკეაში საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა დაფიქსირა

ნიკეაში საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა დაფიქსირა

საბერძნეთში, კერძოდ ნიკეაში დაფიქსირებული საკვებით მოწამვლის ცხრა შემთხვევასთან დაკავშირებით, ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული  უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, გიკას მაიორკინისმა განაცხადა, რომ პაციენტებში სალმონელას ინფექცია ლაბორატორიულად ჯერ არ არის დადასტურებული.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში გასტროენტერიტისა და სალმონელოზის შემთხვევების ზრდა უჩვეულო არ არის. პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკვების უსაფრთხო მომზადებაზე და აღნიშნა, რომ ქათმის ხორცი აუცილებლად სრულად უნდა მოიხარშოს ან მოიწვას. მისი განმარტებით, ხორცის შიდა ტემპერატურა მინიმუმ 70°C-ს უნდა აღწევდეს და ამ ტემპერატურაზე ორი წუთის განმავლობაში დარჩეს, რაც სალმონელას არსებობის შემთხვევაშიც კი ინფექციის რისკს პრაქტიკულად გამორიცხავს.

მაიორკინისმა ასევე აღნიშნა, რომ ქათმები ხშირად სალმონელას უსიმპტომო მატარებლები არიან, ამიტომ აუცილებელია უმი ქათმისა და ისეთი პროდუქტების, როგორიცაა სალათები, ერთმანეთთან კონტაქტის თავიდან აცილება. მისი თქმით, საკვების ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს.

პროფესორმა ასევე ისაუბრა მაღალი ტემპერატურისა და აფრიკული მტვრის გავლენაზე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მან რეკომენდაცია მისცა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს, საჭიროების შემთხვევაში გარეთ ყოფნა შეზღუდონ ან გამოიყენონ მაღალი დაცვის ნიღბები. ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს კი ურჩია მოერიდონ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას და მკურნალობის რეჟიმი ზედმიწევნით დაიცვან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *