Latest news
კიფსელი: ვის ეკუთვნის ცხედარი, რომელიც ჩემოდანში იპოვეს  ნიკეაში საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა დაფიქსირა ღალაცში 80 წლის კაცის მკვლელობა დადასტურდა - ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მოხუცებული გაგუდეს საბერძნეთი: ემიგრაციაში წასული კვალიფიციური კადრები სამშობლოში ბრუნდებიან კუნძულ სიროსზე მაშველმა მამა და მისი ოთხი მცირეწლოვანი ქალიშვილი გადაარჩინა სალონიკსა და ჰალკიდიკში სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად გამოძიება დაიწყო ტაქსიში დაბადებული ახალი სიცოცხლე - დაუვიწყარი შემთხვევა ათენის ცენტრში ათენის ცენტრში ძარცვის მცდელობისთვის 3 არასრულწლოვანი დააკავეს პროგრამა „პროლამვანო“ 2030 წლამდე გაგრძელდება  აპირებს თუ არა საბერძნეთის პარლამენტი კონსტიტუციის მე-16 მუხლის გადასინჯვას
ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026
საბერძნეთიUncategorized

კიფსელი: ვის ეკუთვნის ცხედარი, რომელიც ჩემოდანში იპოვეს 

კიფსელი: ვის ეკუთვნის ცხედარი, რომელიც ჩემოდანში იპოვეს 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი, რომელიც კიფსელზე მიტოვებულ ჩემოდანში იპოვეს, ეკუთვნის ბრიტანეთის მოქალაქეს, 38 წლის ქალს, რომელიც საბერძნეთში კვიპროსის გავლით ჩავიდა.

გარდაცვლილის ვინაობა ვაშინგტონის  ინტერპოლის ოფისიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე დადასტურდა.

საბერძნეთის პოლიციამ ავიაკომპანიებისგან გამოითხოვა ინფორმაცია, რის შედეგადაც დადგინდება მოგზაურობდა თუ არა ქალი ვინმესთან ერთად. პარალელურად ცდილობს დაადგინოს ჰქონდა თუ არა მას სასტუმროს ჯავშანი ან ნაქირავები საცხოვრებელი ათენში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქმეში ჩაერთვება კვიპროსის პოლიციაც, რაც ბერძნულ სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარება მიიღონ მონაცემები კვიპროსის ტერიტორიაზე ქალის გადაადგილებისა და შესაძლო კონტაქტების შესახებ. გამოძიების ვერსიით, ბრიტანელი ქალი სავარაუდოდ აშშ-ში ცხოვრობდა, რადგან მისი ბიომეტრიული მონაცემები ამერიკულ მონაცემთა ბაზაში იპოვეს.

ქალის იდენტიფიცირება ფრანგული უნივერსიტეტის ლოგოთი გაფორმებული შორტის დახმარებით მოხდა, რომელიც გარდაცვლილს ეცვა. ამ დეტალის საფუძველზე ინფორმაცია საერთაშორისო არხებით სხვადასხვა ქვეყნის პოლიციებსა და ინტერპოლს გადაეგზავნა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *