Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს

ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს

ცნობილი ბერძენი სიმღერების ტექსტების ავტორი ნიკოს მორაიტისი ანნა ვისისა და ნიკოს კარველასის გარშემო ატეხილ დისკუსიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან განმარტა, რა უფლებები აქვთ კომპოზიტორებსა და ტექსტის ავტორებს საკუთარი ნაწარმოებების შესრულების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მორაიტისის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ თავად იდეურად ნებისმიერი აკრძალვის წინააღმდეგია, საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობა როგორც კომპოზიტორს, ისე ტექსტის ავტორს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად ისარგებლოს საკუთარი უფლებებით. მისივე განმარტებით, მსგავსი სამართლებრივი ნორმები მხოლოდ საბერძნეთში არ მოქმედებს და ევროპულ კანონმდებლობაშიც არის გათვალისწინებული.

ავტორის თქმით, თუ ერთი ადამიანი მუსიკისა და ტექსტის ავტორიცაა, მას შეუძლია მთლიანად აკრძალოს სიმღერის შესრულება. თუ აკრძალვას მხოლოდ კომპოზიტორი ითხოვს, შეზღუდვა მუსიკას შეეხება, ხოლო ტექსტის ავტორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, შესაძლოა, მუსიკა შესრულდეს, მაგრამ სიმღერის სიტყვების გამოყენება დაუშვებელი იყოს.

„პოპულარობა, დიდება და კონცერტებიდან მიღებული დიდი შემოსავალი მომღერალს რჩება, ნაწარმოების საკუთრების უფლება კი მის შემქმნელებს ეკუთვნით“, – აღნიშნავს მორაიტისი და ხაზს უსვამს, რომ ავტორებს ნაწარმოების მიმართ მორალური უფლებებიც აქვთ.

მორაიტისმა დააზუსტა, რომ მისი განცხადება ზოგად სამართლებრივ პრინციპებს ეხება და არა რომელიმე კონკრეტული არტისტის შემთხვევას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *