პალეო ფალირო: პოლიციამ ორი არასრულწლოვანი ძარცვის მცდელობისთვის დააკავა
პალეო ფალირო: პოლიციამ ორი არასრულწლოვანი ძარცვის მცდელობისთვის დააკავა
სამშაბათს საღამოს, პალეო ფალიროში ორი 17 წლის არასრულწლოვანი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს.
ორმა არასრულწლოვანმა მანქანაში მყოფ ქალბატონს გზა გადაუკეტა, რომ გაეძარცვა, თუმცა ქალბატონმა მოახერხა პოლიციაში დარეკვა.
პოლიციის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე. მათ ადგილზევე მოახერხეს დამნაშვეების დაკავება და აღმოაჩინეს, რომ ქალბატონი, რომლის დაყაჩაღებასაც ცდილობდნენ, არ ფლობდა მართვის მოწმობას.
როგორც აღმოჩნდა დაკავებულები იძებნებოდნენ კიდევ ორი ძარცვისთვის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ ძალის გამოყენებით 2 ქალბატობს წაართვეს ოქროს ყელსაბამები.
დაკავებულები გადაიყვანეს პროკურატურაში დაკითხვაზე.
Facebook Comments Box
