პედიონ ტუ არეოსში Woof ფესტივალის მეორე დღე იმართება
პედიონ ტუ არეოსში Woof ფესტივალის მეორე დღე იმართება
მხიარული განწყობითა და უამრავი ფუმფულა ოთხფეხა მეგობრის თანდასწრებით გრძელდება Woof ფესტივალი პედიონ ტუ არეოსში.
აღნიშნული ფესტივალი ცხოველთა კეთილდღეობისთვის, უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება.
ყველაზე pawfect ფესტივალი ათენში უკვე მეოთხე წელია იმართება. ფესტივალის მთავარი გმირები წელსაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არიან. თუმცა წელს პირველად ძაღლებთან ერთად, რომლებიც მომავალ მეგობრებს და სახლს ეძებენ, Woof ფესტივალზე კატებიც გამოჩდნენ.
მათთვის ვისაც ცხოველების აყვანა სურთ აუცილებელია მივიდნენ ფესტივალზე და აირჩიონ მომავალი ცხოვრების მეგობარი.
Facebook Comments Box
