Latest news
ბოლო 40 წლის განმავლობაში საბერძეთის 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარმა 58%-ით იკლო პროგრამა, რომელიც სახლის სარემონტო ხარჯებს 95%-მდე ფარავს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალი პროგრამი... პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფი... ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ - მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დან... ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო იშვიათი დაავადების მატარებელი პაციენტები მედიკამენტების გარეშე დ... ილია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაშავდა ათენის ცენტრში 23 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთიUncategorized

პოლიციასა და გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ პირთა შორის ინციდენტის შედეგად ექსარხიაზე ქაოსმა დაისადგურა

პოლიციასა და გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ პირთა შორის ინციდენტის შედეგად ექსარხიაზე ქაოსმა დაისადგურა

სოც.მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც გუშინ ღამით ექსარხიაზე პოლიციის თანამშრომლებსა და გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ პირთა შორის მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ქაოსი, ცეცხლის ალში გახვეული ავტომანქანები, ადგილობრივი აფეთქებები და შავი კვამლი საომარ ზონას ჰგავდა. 

კალიდრომიუს ქუჩაზე გაჩერებულ ავტომანქანებს მატერიალური ზიანი მიადგათ ცეცხლისგან, რომლის ალიც საცხოვრებელი კორპუსების აივნებამდე აღწევდა. აფეთქებების ხმა კი ადგილობრივ მაცხოვრებლებში პანიკასა და ქაოტურ მდგომარეობას იწვევდა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სახანძრო სამსახური.

ხანძარი კალიდრომიუს ბენაკისა და ხარილაუ ტრიკუპის ქუჩების კვეთაზე მძვინვარებდა.

ცეცხლის ჩასაქრობად 18 მეხანძრე 7 სახანძრო მანქანით მუშაობდა.

ინციდენტის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *