Latest news
ლიკავიტოს ბორცვზე ცხედარი იპოვეს ავტომობილების ქურდების ახალი საზაფხულო ხრიკი ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფიზიკურად გაუსწორდა

პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფიზიკურად გაუსწორდა

პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც ათენის ცენტრში პარკინგის ადგილის გამო 23 წლის გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცს ბრალად განზრახ მძიმე სხეულის დაზიანების მიყენება ედება. აღნიშნული ქმედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების კატეგორიაში შედის. 

რამდენადაც პრესისთვის ცნობილია ბრალდებული იმალება. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გოგონას თავს მაშინ დაესხნენ, როცა მანქანის გაჩერებას ცდილობდა არისტოქსენუს ქუჩაზე. სწორედ მაშინ გამოხატა გამვლელი მოტოციკლეტის მძღოლმა აგრესია, რადგან არ სურდა შეჩერებულიყო და მოეცადა სანამ გოგონა მანქანას გააჩერებდა. მოტოციკლეტი გააჩერა, გოგონას თავს დაესხა, კერძოდ სახეში მუშტი ჩაარტყა და მიწაზე დააგდო. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად კი დადგინდა, რომ თავდასხმის შედეგად აღენიშნებოდა მოტეხილობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *