Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
შაბათი, აპრილი 18, 2026
საბერძნეთისამართალი

რატომ არ წყდება ტემბის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოსვლები და რატომ არის მნიშვნელოვანი დროულად სასამართლო პროცესების ჩატარება

რატომ არ წყდება ტემბის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოსვლები და რატომ არის მნიშვნელოვანი დროულად სასამართლო პროცესების ჩატარება

მიუხედავად მთავრობის წევრების მიერ გაცემული დაპირებებისა გამოძიების მიუკერძოებლად ჩატარებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესების თარიღების ჩანიშვნასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი, საპროტესტო აქციები ტემბის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელთა მთავარი მოთხოვნაც სამართლიანობის აღდგენაა, არ წყდება. რატომ?

ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დაიბადა, სამართლიანობა დროისა და ხელისუფლების მძევლად რჩება.

საბერძნეთში მნიშვნელოვანი, ხშირად სკანდალური საქმეების დასასრული არა გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ ხანდაზმულობის ვადაა. 

Siemens-ისა და Novartis-ის საქმით დაწყებული ტემბის ტრაგედიით დამთავრებული, გაუხსნელი საქმეების მიზეზად პოლიტიკური იმუნიტეტი, გადადებული სასამართლო პროცესები და ბოლოს ხანდაზმულობა სახელდება. საბერძნეთის კონსტიტუციის 86-ე მუხლი “მინისტრთა პასუხისმგებლობის შესახებ კანონი” პარლამენტს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მინისტრების ან ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ. თუმცა, თუ პარლამენტი ამას იმავე საპარლამენტო ვადის განმავლობაში არ გააკეთებს, დანაშაულს ავტომატურად ეხება ხანდაზმულობა. აღნიშნული რეგულაცია ეხება როგორც მთავრობის შეცვლას, ასევე უნდობლობის გამოცხადების შემთხვევებსაც.

მექანიზმი, რომელიც ერთ დროს პოლიტიკური დევნის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა, დაუსჯელობის იარაღად იქცა.
ფულის გათეთრების შესახებ კანონმა: 4689/2020  კი აღნიშნული დაცვის მექანიზმი კიდევ უფრო გაამყარა. ამ კანონის შედეგად წაიშალა 2020 წლის 30 აპრილამდე ჩადენილი ათასობით დანაშაული და საბოლოოდ შეწყდა ბრალდებულების წინააღდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ გზით, ბევრი საქმე, რომელშიც პოლიტიკური თუ ბიზნეს ფიგურები იყვნენ გარეულები, ჩუმად დაიხურა ისე, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზამდე არც მისულა.

Siemens-ისა და Novartis კორუფციის საქმეს შეგვიძლია ვუწოდოთ სისხლისსამართლებრივი დანაშაული დამნაშავეების გარეშე. 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ Siemens-მა მილიონობით ევროს ქრთამი მიიღო სახელმწიფო კონტრაქტებისთვის, თუმცა აღძრული საქმეების უმეტესობა ხანდაზმულბის გამო დაიხურა. 

Novartis-ის შემთხვევაში კი კომპანიამ აშშ-ს გადაუხადა 345 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა საბერძნეთში ქრთამის აღებისთვის, მაგრამ არცერთი პოლიტიკური ფიგურა არ გასამართლებულა. 

ტემბის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სახელმწიფო ორგანოების გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას. თუმცა თუ სასამარლო პროცესები 2026-2027 წლამდე გაჭიანურდება, გაუფრთხილებლობით ჩადენილი მრავალი დანაშაულისთვის ხანდაზმულობა დადგება. 

დამნაშავეებს სასამართლო პროცესების გაჭიანურების მიჩქმალვაში ხელს არავეულებრივად უწყობს მედიაც საზოგადოების ყურადღების არასაჭირო და არარსებულ პრობლემებზე გადატანით. 

საუბარი გვაქვს სისტემაზე, რომელიც არაჩვეულებრივად იცავს თავს. კონსტიტუციის 86-ე მუხლი და კანონები ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, არ არის გაპარული შეცდომა, არამედ პოლიტიკური სისტემის მიერ თავდაცვისთვის განზრახ შექმნილი ინსტრუმენტებია, რომლებიც არ შეუცვლია არცერთ მთავრობას, პოლიტიკური პარტიისდა მიუხედავად. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თითოეული მათგანი სარგებელს იღებს აღნიშნული კანონებისგან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *