Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი

რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი

კვიპროსის საბაჟო დეპარტამენტმა 28 000 ყალბი პრეზერვატივი ამოიღო. საქონელი ცნობილი ბრენდის სავაჭრო ნიშანს უკანონოდ იყენებდა და საბერძნეთიდან ჩასულ სატვირთო კონტეინერში აღმოაჩინეს.

საბაჟო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, 2026 წლის 22 ოქტომბერს, რისკების ანალიზის საფუძველზე, კონტეინერი რენტგენოლოგიურ და ფიზიკურ შემოწმებაზე შეარჩიეს.

შემოწმებისას სამართალდამცველებმა 28 000 ცალი პრეზერვატივი აღმოაჩინეს და შეაჩერეს მათი შემდგომი გადაზიდვა. წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ინვოისების პირველადი შესწავლის მიხედვით, პროდუქცია ცნობილი სავაჭრო ბრენდის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს არღვევდა და ყალბ ნაწარმს წარმოადგენდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის მფლობელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული პროდუქცია ფალსიფიცირებული იყო.

მომდევნო დღეებში საქონლის ოფიციალური კონფისკაციის პროცედურა დაიწყება. კონფისკაციის საბოლოო მიზანი პროდუქციის განადგურებაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *