Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

ლეპტოსპიროზი ვრცელდება საერთაშორისო მოგზაურობისა და კლიმატის ცვლილების შედეგად. საუბარი გვაქვს ინფექციურ დაავადებაზე, რომელიც სხვადასხვა სახელებით მოიხსენიება: ვეილის დაავადება, იქტეროჰემორაგიული ცხელება, ღორის დაავადება, ბრინჯის მინდვრის ცხელება, ლერწმის მჭრელის ცხელება, ჭაობის ცხელება, ტალახის ცხელება, ჰემორაგიული სიყვითლე, შტუტგარტის დაავადება, კანიკოლას ცხელება. მისთვის დამახასიათებელია მკაფიო სეზონურობა – ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს კლიმატის გლობალური ცვლილება, წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ყველაზე ხშირად ზრდასრული მამაკაცები ავადობენ.

ცხოველები ბაქტერიებს შარდთან ერთად გამოყოფენ, რადგან ლეპტოსპირა დაავადებული ცხოველების თირკმლის გორგლებში ბინადრობს. შარდი ტბაში, მდინარეში, ნაკადულში, ნიადაგში ჩაედინება, სადაც ბაქტერიები რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ცოცხლობენ, დაბინძურებულ წყალთან ან ნიადაგთან კონტაქტი კი დაავადებას იწვევს. ადამიანისგან ადამიანს ლეპტოსპიროზი თითქმის არ გადაეცემა. ინფექცია არც ცხოველის ნაკბენით ვრცელდება.

სხეულში ბაქტერია შესაძლოა შეიჭრას თვალებიდან, ცხვირიდან, პირიდან ან დაზიანებული კანიდან. რისკი იმატებს დაბინძურებული წყლის გადაყლაპვის, დაავადებული ცხოველის შარდთან, სხეულის სხვა სითხეებთან, ქსოვილებთან უშუალო კონტაქტის, დაბინძურებული საკვების მიღების დროს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *