Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

რა ბედი ეწევათ Pizza Fan-ის თანამშრომლებს

რა ბედი ეწევათ Pizza Fan-ის თანამშრომლებს

საბერძნეთის შრომის მინისტრმა ნიკი კერამეოსმა დაადასტურა, რომ პიცების ქსელ „Pizza Fan“-ის დაახლოებით 500 თანამშრომელს ხელფასები სრულად დაერიცხება და მათი სოციალური დაზღვევის შენატანებიც დაიფარება.

მინისტრის განცხადებით, თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და სადაზღვევო შენატანების გადახდა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ხოლო დღეს დასრულდა ოქტომბრის ხელფასების ჩარიცხვა, მათ შორის კომპანიის სათავო (მშობელი) ოფისის თანამშრომლებისთვისაც.

კერამეოსის თქმით, სამინისტრო თანამშრომლებთან მუდმივ კონტაქტზეა, რადგან მთავარი პრიორიტეტი მათი უფლებების დაცვა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, გაგრძელდება თუ არა ხელფასების გადახდა მომავალშიც „Pizza Fan“-ისა და „Χωριάτικο“-ს ქსელებში. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება კომპანიების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ამასთან, ბიზნესსაქმიანობის შეჩერების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დასაქმებულთა მომავლის საკითხზე 3 ნოემბერს, შრომის სამინისტროში სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელშიც კომპანიის წარმომადგენლები და თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მთავარი თემა სამუშაო ადგილების შენარჩუნება იქნება.

შეხვედრის პარალელურად, 14:00 საათზე, კვების სფეროს პროფკავშირი სამინისტროს შენობასთან საპროტესტო შეკრებას გამართავს და სექტორის დასაქმებულთა მოთხოვნებს გააჟღერებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *