Latest news
ცვლილებები არასრულწლოვნებისთვის: სავალდებული ასაკის რეგისტრაცია ელ.პლატფორმებზე, თინ.პროფილები და ღა... საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი დამარცხდა კრეტა: 11 წლის ბიჭი 5 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა ფაქტები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება კერძები, რომლებიც აღდგომის სუფრის განუყოფელი ნაწილია ადგილობრივებისგან დაცლილი ათენის ქუჩებში აღდგომის კვირას მხოლოდ ტურისტებს თუ შეხვდებით სააღდგომო ფუსფუსი დედაქალაქის ქუჩებში რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს ნიუ იორკის მერმა აღდგომის დღესასწაული ადგილობრივებს ბერძნულად მიულოცა აღდგომა: შთამბეჭდავი კადრები ეკლესიებიდან
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

როგორ იმუშავებს ოჯახის ექიმის მიერ კერძო ექიმებთან გადამისამართების პრინციპი

როგორ იმუშავებს ოჯახის ექიმის მიერ კერძო ექიმებთან გადამისამართების პრინციპი

ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტ ექიმთან გადამისამართების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განმარტებებს იძლევა.

თავდაპირველი სისტემის თანახმად, სხვა ექიმებთან გადამისამართება მხოლოდ პაციენტის პირად ექიმს შეეძლო. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კი მოქალაქე შეძლებს მიმართოს ნებისმიერ ზოგად ექიმს, იმ შემთხვევაში თუ პირად ექიმთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რომელიც პირველადი გასინჯვის შემდეგ გადაამისამართებს სპეციალისტ ექიმთან.

გადამისამართებულ ექიმთან ვიზიტი იქნება უფასო იმ პირობით, თუ პაციენტს ექნება მიმართვა პირადი ან ზოგადი ექიმისგან, რომელიც რეგისტრირებულია ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში ან ΕΟΠΥΥ-ში.

რეგულაციის მიზანია, პირველადი ჯანდაცვა გახდეს მოქალაქეებისთვის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მთავარი მომსახურების წერტილი და მთავარი კარიბჭე, რაც უფრო რაციონალურს გახდის გადაუდებელი შემთხვევების მართვას გენერალურ საავადმყოფოებში და ამგვარად მოქალაქეებისთვის სხვა სპეციალისტ ექიმებთან ვიზიტების ხელმისაწვდომობაც გაზრდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *