Latest news
გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა
სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რომელ სახელმწიფო და კრეძო სტრუქტურებს უნდა შეატყობინოთ ახალი პირადობის მოწმობების აღების შესახებ

რომელ სახელმწიფო და კრეძო სტრუქტურებს უნდა შეატყობინოთ ახალი პირადობის მოწმობების აღების შესახებ

საბერძნეთში ახალი პირადობის მოწმობის (ID) აღება მხოლოდ ბარათის გარეგნულ ცვლილებას არ ნიშნავს. ახალი მონაცემების დაფიქსირება საჭიროა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სტრუქტურებში, რათა მოქალაქეებს ყოველდღიურ ოპერაციებში შეფერხებები არ შეექმნათ.

ბანკები
პირადი მონაცემების განახლება აუცილებელია ბანკებში. ამის გაკეთება შესაძლებელია ელექტრონული ბანკინგით ან ფილიალში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეფერხდეს თანხის გადარიცხვა, ბარათების დამტკიცება ან ინტერნეტბანკზე წვდომა.

სადაზღვევო კომპანიები
ახალი პირადობის მონაცემები უნდა მიეწოდოს სადაზღვევო კომპანიებს, განსაკუთრებით ავტომობილის, სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის შემთხვევაში, რათა მომავალში ანაზღაურების პროცესში შეფერხება არ წარმოიშვას.

დამსაქმებელი
ახალი მონაცემები უნდა გადაეცეს დამსაქმებლის ბუღალტერიას ან ხელფასების განყოფილებას, რათა სწორად განახლდეს შრომითი და სადაზღვევო ჩანაწერები.

კომუნალური მომსახურება და მუდმივი გადახდები
საჭიროა ინფორმაციის განახლება ელექტროენერგიის, წყლის, ტელეკომუნიკაციების და სხვა მომსახურების მიმწოდებლებთან, რათა ხელშეკრულებებსა და ავტომატურ გადახდებში პრობლემები არ შეიქმნას.

საგადასახადო სამსახური (AADE / TAXISnet)
საბერძნეთის სახელმწიფო სისტემებში მონაცემები ავტომატურად ახლდება მოქალაქეთა ეროვნული რეესტრის საშუალებით, ამიტომ დამატებითი განაცხადის გაკეთება, როგორც წესი, საჭირო არ არის. თუმცა რეკომენდებულია გადამოწმება, ხომ არ არსებობს რაიმე შეუსაბამობა.

სხვა დოკუმენტები
ახალი პირადობის მიღება კარგი შესაძლებლობაა სხვა დოკუმენტების განახლებისთვისაც. მაგალითად, დაბადების მოწმობის, დიპლომების ან კონტრაქტების, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი წარდგენა უცხოეთში იგეგმება.

მოგზაურობა საზღვარგარეთ
2026 წლის 3 აგვისტოდან ევროკავშირის რეგულაციის (EU 2019/1157) მიხედვით, ძველი ლურჯი ბერძნული პირადობის მოწმობები აღარ ჩაითვლება სამგზავრო დოკუმენტად. საზღვარგარეთ გადაადგილებისთვის საჭირო იქნება ან ახალი პირადობის მოწმობა, ან მოქმედი პასპორტი.
ახალი პირადობის მოწმობის მიღების შემდეგ მოქალაქემ ყურადღება უნდა მიაქციოს არა მხოლოდ ბარათის შეცვლას, არამედ საკუთარი მონაცემების განახლებას ბანკებში, სამუშაო ადგილზე, დაზღვევებსა და კერძო მომსახურებებში, რათა თავიდან აიცილოს ადმინისტრაციული შეფერხებები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *