Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბავშვო ბაღების ვაუჩერების მიღების პირველადი შედეგები 10 აგვისტოს გამოქვეყნდება

საბავშვო ბაღების ვაუჩერების მიღების პირველადი შედეგები 10 აგვისტოს გამოქვეყნდება

საბერძნეთში 2026-2027 სასწავლო წლისთვის ΕΣΠΑ-ს პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების ვაუჩერებზე განაცხადების მიღება 5 აგვისტოს დასრულდა. ამჟამად წარდგენილი დოკუმენტების შემოწმება მიმდინარეობს, ხოლო დროებითი შედეგების გამოქვეყნება 2026 წლის 10 აგვისტოს არის დაგეგმილი.

დროებითი სიების გამოქვეყნების შემდეგ მშობლებს შეეძლებათ გადაამოწმონ, დამტკიცდა თუ არა მათი განაცხადი, სწორად არის თუ არა გათვალისწინებული ოჯახის შემოსავალი, უმუშევრობის, შეზღუდული შესაძლებლობის, მრავალშვილიანობისა და სხვა სოციალური კრიტერიუმები, ასევე სრულად არის თუ არა შეფასებული ატვირთული დოკუმენტები.

თუ განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მათი განაცხადი არასწორად შეფასდა, გასაჩივრების წარდგენა 11-13 აგვისტოს იქნება შესაძლებელი. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება კი 17 აგვისტოს იგეგმება, რის შემდეგაც ვაუჩერის მფლობელები შეძლებენ ბავშვის რეგისტრაციას სასურველ დაწესებულებაში.

პროგრამა მოიცავს ბაგა-ბაღებს, საბავშვო ბაღებს, ბავშვთა შემოქმედებითი დასაქმების ცენტრებს (ΚΔΑΠ) და შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილ ცენტრებს (ΚΔΑΠ ΑμεΑ). 2026-2027 წლების პროგრამის ბიუჯეტი 393,56 მილიონ ევროს შეადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *