Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრმა თინოს პლევრისმა ათენში ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნის ელჩებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ირლანდიის საელჩოს ინიციატივით შედგა, რადგან 2026 წელს ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირში საემიგრაციო პოლიტიკაში ბოლო  დროს გატარებული ცვლილებები იყო, მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი ევროპული შეთანხმების (Pact on Migration and Asylum) განხორციელება, ევროკავშირის გარე საზღვრების ეფექტური დაცვა, მიგრანტთა დაბრუნების პროცესის გამკაცრება და ადამიანების საზღვრებზე უკანონოდ გადამყვანი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა.

მონაწილეებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ევროკავშირის ქვეყნები დგანან და ხაზი გაუსვეს წევრ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ახალი ევროპული წესების სრულად ამოქმედებამდე.

თანოს პლევრისმა განაცხადა, რომ საბერძნეთმა დროულად მოამზადა ყველა საჭირო ადმინისტრაციული და ოპერატიული პროცედურა და მზად არის ახალი მიგრაციისა და თავშესაფრის შეთანხმების განხორციელებისთვის.

მისი თქმით, 2025 წლის ბოლო ხუთ თვეში მიგრანტთა ნაკადები 50%-ით შემცირდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში საზღვაო მიგრაციის შემთხვევები კიდევ 30%-ით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თურქეთიდან აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულების მიმართულებით მიმავალი ნაკადების 65%-იანი კლება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაიზარდა იძულებითი დაბრუნებების მაჩვენებელი 41%-ით რაც, მისი შეფასებით, ადასტურებს საბერძნეთის მიერ გატარებული მიგრაციის მართვის პოლიტიკის ეფექტიანობას.

შეხვედრის დასასრულს თინოს პლევრისმა განაცხადა, რომ ახალი ევროპული შეთანხმების წარმატებისთვის და უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლისთვის მთავარი იქნება იმ პირების დაბრუნების მნიშვნელოვნად და კოორდინირებულად გაზრდა, რომლებსაც თავშესაფრის მიღების უფლება არ აქვთ მათი წარმოშობის ქვეყნებში ან უსაფრთხო მესამე ქვეყნებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *