Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სალონიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სალონიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ტახიაოსის განცხადებით, სალონიკის Flyover-ის პროექტი 2027 წლის 16 მაისს უნდა დასრულდეს და ექსპლუატაციაში ჩაბარდეს. ამასთან, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეტროს ქსელის ჩრდილო-დასავლეთ უბნებში გაფართოებაა.

ტახიაოსის ინფორმაციით, მეტროს ახალი ხაზების პროექტირება მნიშვნელოვნად წინ არის წასული: სადგურების განლაგება უკვე განსაზღვრულია, ხოლო ხარჯებისა და სარგებლის შეფასება დასკვნით ეტაპზეა. გეგმა ორ მიმართულებას ითვალისწინებს: პირველი ხაზი ლაგადას ქუჩის გავლით სტავრუპოლისა და ევკარპიისკენ გაგრძელდება, მეორე კი ამბელოკიპის, მენემენისა და ევოზმოსის გავლით კორდელიოს დაუკავშირდება.

განსაკუთრებული ყურადღება ევოზმოსს ეთმობა, სადაც მოსახლეობის ზრდამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაზარდა. თუმცა, პროექტების განხორციელების თანმიმდევრობა დამოკიდებული იქნება ახალი ევროკავშირის დაფინანსების პროგრამიდან (ΕΣΠΑ) საჭირო თანხების მოზიდვაზე. ამ ეტაპზე კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის. აეროპორტის მიმართულებით მეტროს გაფართოება კი უახლოეს პრიორიტეტებში არ შედის, რადგან მგზავრთა ნაკადი, მინისტრის მოადგილის შეფასებით, დასავლეთ უბნების მიმართულებასთან შედარებით ნაკლებია.

ტახიაოსმა ასევე აღნიშნა, რომ მეტროს მატარებლების მოძრაობის განრიგის სიზუსტე 99,93%-ს აღწევს და პარასკევსა და შაბათს ღამის საათებში მეტრო 24-საათიან რეჟიმზე გადავა.

რაც შეეხება კალამარიას, უკვე გაფორმდა პონტუს ქუჩის მშენებლობის ხელშეკრულება, რომლის შესრულებასაც ცხრა თვე დასჭირდება. პროექტი გააუმჯობესებს მიკრას მეტროსადგურთან მისასვლელს და ხელს შეუწყობს ავტობუსების მარშრუტების განახლებას. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი სატრანსპორტო ბილეთის შემოღებაზეც.

Flyover-ის პროექტთან დაკავშირებით ტახიაოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამუშაოების დასრულების თარიღი უცვლელია და 2027 წლის 16 მაისი რჩება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *