Latest news
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ახალი სასწავლო წელი დაიწყო 

საბერძნეთი: ახალი სასწავლო წელი დაიწყო 

საბერძნეთის საბავშვო ბაღებში, დაწყებით, საშუალო და დამამთავრებელ კლასებში 2026-2027 სასწავლო წელი დღეს, 11 სექტემბერს, ტრადიციული კურთხევის ცერემონიით დაიწყო. სკოლებმა მოსწავლეებს კარი ოფიციალურად გაუღეს და სასწავლო პროცესი დაიწყო.

ახალი სასწავლო წელი განათლების სისტემაში რამდენიმე სიახლეს მოიტანს. სკოლებში მუშაობას იწყებს 5 259 ახალი მასწავლებელი, მათ შორის ზოგადი განათლებისა და სპეციალური განათლების პედაგოგები. შემცვლელი მასწავლებლების მიღების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ეტაპი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის პირველად დანერგვა საბერძნეთის 11 საჯარო სკოლაში. ასევე ამოქმედდება 51 ახალი ან განახლებული სასწავლო პროგრამა.

მოსწავლეებისთვის, რომლებიც რელიგიის გაკვეთილისგან გათავისუფლდებიან, დაწყებითი სკოლის მესამე კლასიდან ლიცეუმის დამამთავრებელ კლასამდე შესაძლებელი იქნება ეთიკის საგნის შესწაბლა.

მეცხრე კლასის მოსწავლეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, უფასოდ, ელექტრონულად ჩააბარონ სახელმწიფო ენის ცოდნის სერტიფიკატის გამოცდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ან იტალიურ ენებში.

2026-2027 სასწავლო წელს მუშაობას დაიწყებს კიდევ 8 ახალი საჯარო ონასისის სკოლა  გიმნაზიისა და ლიცეუმის დონეზე.

განათლების სამინისტრო ასევე გეგმავს ციფრული რეპეტიტორის პროგრამის გაფართოებას. პირდაპირი ონლაინგაკვეთილები, რომლებიც აქამდე ძირითადად ლიცეუმის დამამთავრებელი კლასისთვის იყო ხელმისაწვდომი, წელს პირველ და მეორე კლასებზეც გავრცელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *