Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

საბერძნეთი დონალდ ტრამპს საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს

საბერძნეთი დონალდ ტრამპს საბერძნეთის კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს

ამერიკულმა გამოცემამ Breitbart News-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საბერძნეთის მთავრობის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდეს პართენონას ქანდაკებების დიდი ბრიტანეთიდან საბერძნეთში დაბრუნების პროცესში.

გამოცემის ცნობით, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა და მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ადონის ღეორღიადისმა განაცხადა, რომ ტრამპს, როგორც დასავლეთის ერთ-ერთ გავლენიან ლიდერს, შეუძლია ბრიტანეთის მთავრობაზე გავლენა მოახდინოს და ხელი შეუწყოს ისტორიული მემკვიდრეობის საბერძნეთისთვის დაბრუნებას. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი ტრამპს მსოფლიო ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს.

შეგახსნებეთ, რომ XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანელმა ლორდმა ელგინმა პართენონას ქანდაკებები ოსმალეთის მმართველობის პერიოდში ნებართვის გარეშე გაიტანა საბერძნეთიდან. სწორედ ამიტომ ათენი მათ უკან დაბრუნებას კულტურული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს.

მსგავსი პოზიცია გამოთქვა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კონსტანტინოს კირანაკისმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ ტრამპი ქანდაკებების სამშობლოში დაბრუნებაში შუამავლის როლს შეასრულებს, ეს დიპლომატიის რიგით ნაბიჯს გასცდება და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ისტორიულ მაგალითად დარჩება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშულ პოზიციას ასევე მხარს უჭერენ Hellenic American Leadership Council (HALC)-ის აღმასრულებელი დირექტორი, ედი ზემენიდისი და ბერძენ-ბრიტანელი ბიზნესმენისენდრიუ დეივიდიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *