Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება

საბერძნეთი: 5 ოქტომბრამდე ამინდი  მნინშვნელოვნად გაუარესდება

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (EMY) ინფორმაციით, განახლდა სახიფათო ამინდის მოვლენების შესახებ საგანგებო განცხადება  №6/2026, რომელიც 30 სექტემბერს გამოიცა. უახლესი პროგნოზის მიხედვით, ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება შაბათს, 3 ოქტომბერს შუადღიდან კვირას, 4 ოქტომბრის შუადღემდე, განსაკუთრებით სამხრეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.

ამასთან, შაბათს საღამოდან გაფრთხილების დონე წითლიდან ნარინჯისფრამდე შემცირდება, რაც ამინდის მოვლენების ინტენსივობის მოსალოდნელ შესუსტებას უკავშირდება.

ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია:

  • კრეტაზე შაბათს, დღის პირველ ნახევარში და შუადღემდე მოქმედებს წითელი გაფრთხილება.
  • შაბათს გვიან ნაშუადღევს და საღამოს საათებიდან კვირა დილამდე კრეტაზე მოსალოდნელია ძლიერი ნალექი პერიოდულად, თუმცა გაფრთხილების დონე უცვლელად ნარინჯისფერი იქნება.
  • დოდეკანისას კუნძულებზე განსაკუთრებით არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში, ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია შაბათს შუადღიდან კვირას შუადღემდე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე მოქმედებს ნარინჯისფერი გაფრთხილება.

შაბათს, დღის მეორე ნახევრამდე, ეგეოსის ზღვაში ადგილობრივად ძალიან ძლიერი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარეც 8–9 ბოფორს მიაღწევს.

ძლიერი ქარის გამო შესაძლოა გართულდეს საზღვაო მიმოსვლა, განსაკუთრებით კუნძულებს შორის გადაადგილება, ამიტომ მგზავრებისთვის რეკომენდებულია წინასწარ გადაამოწმონ გემების და სხვა საზღვაო ტრანსპორტის რეისების სტატუსი.

ყველაზე ინტენსიური ამინდის მოვლენები მოსალოდნელია შაბათს, 3 ოქტომბერს, განსაკუთრებით კრეტაზე, სადაც დღის პირველ ნახევარში წითელი გაფრთხილება მოქმედებს. კვირამდე ძლიერი წვიმისა და შტორმის რისკი სამხრეთ ეგეოსის ზღვის გარკვეულ რაიონებშიც შენარჩუნდება.

მეტეოროლოგიური სამსახური მოუწოდებს მოსახლეობასა და ტურისტებს, განსაკუთრებით კუნძულებზე გადაადგილებისას, ყურადღება მიაქციონ განახლებულ პროგნოზებსა და ოფიციალურ გაფრთხილებებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *