სადაზღვევო სექტორში ცვლილებები გატარდება: იგეგმება პენსიების გაზრდა
სადაზღვევო სექტორში ცვლილებები გატარდება: იგეგმება პენსიების გაზრდა
2026 წლის აპრილიდან მინიმალური ხელფასის ზრდა დომინირებს იმ ცვლილებებში, რომლებიც ახალ წლიდან შრომით სექტორში მოხდება, ხოლო სადაზღვევო სექტორში კი, პენსიების გაზრდასთან ერთად მოსალოდნელია მათი გაცემის პროცედურის დაჩქარებაც, რასაც ხელს ΕΦΚΑ-ს სისტემის ციფრულ რეჟიმზე გადაყვანა შეუწყობს.
ხელფასები 2026 წლის აპრილიდან 4,8%-ით მოიმატებს, რაც მინიმალური ხელფასის 880 ევროდან 922 ევრომდე ზრდას გამოიწვევს. ჯამში ხელფასები 40-42 ევროთი მოიმატებს. აღნიშნული ცვლილება არამხოლოდ კერძო, არამედ საჯარო სექტორშიც არის დაგეგმილი.
მინიმალური ხელფასის მომდევნო ზრდა 2027 წელს იგეგმება და ჯამში 4%-ით მატებაა დაგეგმილი, რაც მინიმალურ ხელფასს 960 ევრომდე გაზრდის.
2026 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი ΕΦΚΑ-ს სისტემის სრულად ციფრულ რეჟიმზე გადაყვანა. რაც გაამარტივებს როგორც პენსიების გაცემის პროცედურებს, ასევე სხვა ყველა სადაზღვეო სამსახურთან დაკავშირებულ პროცედურას.
