სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაშავდა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა
სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაშავდა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა
სალონიკში, კერძოდ თერმიში სალონიკი-მუდანიონის ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალი პორშე მის წინ მიმავალ ავტომანქანას შეეჯახა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ პორშეს მარკის ავტომანქანა ელვის სისწრაფით მიქროდა და ავტომანქანა, რომელსაც შეეჯახა, ძლიერი დარტყმის გამო რკინის ერთიან მასად აქცია.
შეჯახების შედეგად 2 პირი დაშავდა, რომელთაგანაც ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
პორშეს მარკის ავტომანქანის მძღოლმა, როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ დაადგინა, ლუქი გაამტვტია და ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე მიტოვებული მანქანის ნომრების დახმარებით დადგინდა თუ ვის საკუთრებაშია მანქანა, თუმცა გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია მართავდა თუ არა პორშეს მფლობელი თავად მანქანას.
