Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკსა და ჰალკიდიკში სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად გამოძიება დაიწყო

სალონიკსა და ჰალკიდიკში სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად გამოძიება დაიწყო

სალონიკის პროკურატურის ხელმძღვანელის, ლეონიდას ნიკოლოპულოსის ბრძანებით, დაიწყო გამოძიება ჰალკიდიკის სითონიისა და სალონიკის ოლქის ვოლვის მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით.

გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა მიკრობიოლოგიური და ქიმიური ანალიზების შედეგები, რომლებმაც რამდენიმე დასახლებაში ნორმაზე მაღალი მაჩვენებლები გამოავლინა. კერძოდ, სითონიის სოფლებში აგიოს ნიკოლაოსსა და ტრანი ამუდაში წყლის ნიმუშებში აღმოჩნდა ენტეროკოკები და კოლიფორმული ბაქტერიები, რომლებიც დასაშვებ ზღვარს აღემატება. ხოლო ვოლვის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიმფოპეტრაში დაფიქსირდა ურანისა და ფტორის მომატებული კონცენტრაცია.

პროკურატურა დაადგენს, გვაქვს  თუ არა საქმე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელი ღონისძიებების გატარების უგულებელყოფასთან. გამოძიების ფარგლებში დაიკითხებიან მუნიციპალიტეტებისა და წყალმომარაგების სამსახურების წარმომადგენლები, ასევე შესწავლილი იქნება წყლის ხარისხის ბოლო ლაბორატორიული ანალიზები.

ნიმფოპეტრაში ადგილობრივმა წყალმომარაგების კომპანიამ (ΔΕΥΑΒ) რეგულარული შემოწმებისას დაადგინა, რომ წყალში ურანის დონე 35 მკგ/ლ იყო, მაშინ როდესაც დასაშვები ზღვარი 30 მკგ/ლ-ს შეადგენს. ასევე მაღალი აღმოჩნდა ფტორის შემცველობაც. ამის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ონკანის წყლის გამოყენება როგორც დასალევად, ისე სხვა დანიშნულებითაც დროებით აუკრძალა.

დაახლოებით ათი დღის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ურანის მაჩვენებელი შემცირდა, რის შემდეგაც წყლის გამოყენება ჰიგიენური მიზნებისთვის კვლავ დაშვებული გახდა. თუმცა, სასმელად და საკვების მოსამზადებლად მისი გამოყენება კვლავ აკრძალულია, რადგან ფტორის შემცველობა კვლავ მაღალი რჩება.

ადგილობრივი წყალმომარაგების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა ახალი არ არის. მისი თქმით, მიწისქვეშა წყლების დონის შემცირებამ წყლის ბუნებრივი შემადგენლობა შეცვალა, რის გამოც ქიმიური პარამეტრები გაუარესდა. სწორედ ამიტომ რეგიონში წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგია საჭირო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *