სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 23 წლის მუშა მძიმედ დაშავდა
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 23 წლის მუშა მძიმედ დაშავდა
სალონიკში ხუთშაბათს საღამოს 23 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დამწვრობებით მიიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა საღამოს 20:00 საათზე, სამრეწველო ტერიტორიაზე მოხდა, როცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ახალგაზრდას მდუღარე წყალი გადაესხა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ადგილზე ასევე გამოცხადდა 4 მაშველიც. ექიმებმა განაცხადეს, რომ საჭირო გახდა ადგილზევე გაეხადათ ახალგაზრდისთვის ტანსაცმელი და ჩამოერეცხათ მწველი სითხე სხეულიდან. დაშავებელს გაუკეთეს გამაყუჩებელი და დაუმუშავეს დამწვრობები დამწვრობების მართვის საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით.
საჭირო პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მუშა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე გადის მკურნალობას.
