Latest news
დღეიდან ათენის მოსახლეობა მობილურ ტელეფონებში სამგზავრო ბარათების მიმაგრებას შეძლებს პირეაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში თანამშრომლებმა ალკოჰოლური ნივთიერება 10 არასრულწლოვანს მიყიდეს გეგმიური სამუშაოების გამო მეტროს წითელი ხაზის 3 სადგური დროზე ადრე შეწყვეტს მუშაობას ხალკიდიკი: პოლიციის თანამშრომლები ქრთამის აღებისთვის დააკავეს ფერმერების ბლოკადა გრძელდება - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები კალამატაში შენობაზე გრაფიტით შესრულებული მარია კალასის პორტრეტი მსოფლიოში საუკეთესო <<ფრესკად>> დასა... 16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ვინ არის ბერძენი ესკოპარი, რომელიც ნარკოტიკებით სავსე გემის ფლობისთვის დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევამ მოტოციკლეტისტის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტომანქანას სტეფანოსი კი არა მამამისი მართავდა - აცხადებს ციციპასის ადვოკატი
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
საბერძნეთიდღესასწაულები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველი წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველი წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად – 14 ოქტომბერს აღინიშნება. მასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მოქმედ ეკლესიებში აღინიშნება, თუმცა ფოკუსში, ამ დღეს, ქალაქი მცხეთაა. სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მრევლი მთავარ საზეიმო წირვას ესწრება. სწორედ აქ არის შენახული იესო ქრისტეს კვართი და მისი სადიდებელი დღესასწაულიც აქედან გამომდინარეობა: “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას”. თავად მცხეთის შუა გულში კი სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება.

Სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დაწესებული. გადმოცემის მიხედვით, იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები – ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ებრაელებმა მისი ტანსაცმელი განიყვეს, თუმცა როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, კვართი უნდა ყოფილიყო მთლიანი და სასწაულებრივად იგი ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილადმისლ — მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში იმდენად ჩაიკრა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. მის Საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

ქრისტეს კვართისა და ქართლის გაქრისტიანების სურვილმა, წმინდა ნინო იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოიყვანა. მან ამცნო მეფე მირიანს უდიდეს სიწმინდის შესახებ, რომ სასახლის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის დროს, წმინდა ნინოს რჩევით, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. Მირიან მეფის ბრძანებით, Სწორედ ამ ხისგან ეკლესიისთვის 7 სვეტი დაამზადეს, რომლიდანაც ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა ნინომ იხილა „ხილვა განსაკრთომელი:“ – ნათლის სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა ზეციდან და იმ გადაჭრილის ნაძვის ძირიდან, საიდანაც მოკვეთეს, ხუთიოდე მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. გაღვიძებულს სვეტი აღმართული დახვდა სწორედ ამ სახით. ამ სასწაულმა მთელი ხალხი კიდევ უფრო განამტკიცა რწმენაში და ნათლის სვეტის თაყვანისსაცემად მცხეთაში შეკრიბა. ქართველებს მუდამ სწამდათ, რომ კვართი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული. სვეტი საუკუნეების მანძილზე, სასწაულებს ახდენდა. გადმოცემის თანახმას, მიახლოებისას სნეულნი ინკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, დავრდომილნი სიარულს იწყებდნენ.

V საუკუნის მე-2 ნახევარში, Ხის პირველი ეკლესიის დანგრევის შემდეგ, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი – სვეტიცხოველი ააგო,

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *