სერესზე 17 წლის ბიჭი სიკვდილამდე სცემეს
სერესზე 17 წლის ბიჭი სიკვდილამდე სცემეს
სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს 17 წლის ბიჭი სამშაბათს დილით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არარსრულწლოვანი ღამით სახლიდან გავიდა და როცა დააგვიანა დაბრუნება აღელვებულმა მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს. ძებნის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ არასრულწლოვანი სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი კი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებები გახდა.
სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად 17 წლის ბიჭს ჩხუბი 16 წლის ბიჭთან გოგოს გამო მოუვიდა.
პოლიციამ უკვე დააკავა 16 წლის ბიჭი, რომელიც აწ უკვე გარდაცვლილს თავს მის მეგობართან ერთად დაესხა.
Facebook Comments Box
