Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
კვირა, ნოემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა 

სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა 

სერესში 35 წლის კაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა. შემთხვევა 21 ოქტომბერს მოხდა, როდესაც კაცმა საცხობში კულური შვილისთვის  იყიდა.

3 წლის ბავშვმა კულურის დაახლოებით ნახევარი შეჭამა, დარჩენილი ნაწილი კი მამამ აიღო. ჭამის დროს მან პურში 2,1 სანტიმეტრის სიგრძის მინის ნატეხი აღმოაჩინა, რომელმაც ენა და სასა დაუზიანა. კაცი პირის ღრუში სისხლდენის გამო სერესის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. საბედნიეროდ, პაციენტს შუშის ნატეხი არ გადაუყლაპავს.

დაზარალებულის ადვოკატის, დიმიტრის გოლემისის განცხადებით, კულური ქალაქში მოქმედი საცხობების ქსელის ერთ-ერთ ფილიალში იყო შეძენილი. ოჯახს შესყიდვის ქვითარი აქვს და კომპანიას უკვე გაუგზავნა ოფიციალური სამართლებრივი შეტყობინება, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

ადვოკატის თქმით, ოჯახი მომხდარის შესახებ სურსათის კონტროლის შესაბამის ორგანოებსაც მიმართავს და სამართლებრივი ზომების მიღებას გეგმავს. მისი მთავარი მოთხოვნაა, დადგინდეს შემთხვევის მიზეზი და დაცული იქნეს თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოება, რადგან მინის ნატეხის ბავშვის მიერ გადაყლაპვას შესაძლოა გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *