Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისამართალი

რატომ არ უხდის თავშესაფრის სამსახური ხელფასს ადვოკატებს

რატომ არ უხდის თავშესაფრის სამსახური ხელფასს ადვოკატებს

ადვოკატები შეწყვეტენ ემიგრაციისა და თავშესაფრის სამსახურისთვის მუშაობას მანამ, სანამ თავშესაფრის სამსახური არ გადაუხდის ხელფასებს, რომლებიც მათ გაწეული მომსახურებისთვის ეკუთვნით. ათენის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, დიმიტრის ვერვესოსმა განაცხადა, რომ ევროკომისიისგან თავშესაფრის სამსახურს მიღებული აქვს სრული დაფინანსება იმისთვის, რომ ყველა თანამშრომლის ანაზღაურება იქნას უზრუნველყოფილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები, რომლებიც თავშესაფრის სამსახურისთვის მუშაობენ, სხვა მრავალი პრობლემის წინაშე დგანან, მათთვის ყველაზე დიდ პრობლემას მაინც ერთი წლის განმავლობაში მათთვის კუთვნილი ანაზღაურების გადაუხდელობა წარმოადგენს. კერძოდ კი ადვოკატებს ხელფასები არ მიუღიათ 2023 წლის ნოემბრის თვიდან. 

ათენის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თანხები ევროკავშირიდან საჭიროზე დიდი რაოდენობით მოდის, თუმცა სამინისტრო პრიორიტეტად კონტრაქტორებს, კერძო პირებისთვის თანხების გამოყოფას, აყენებს და არა იურისტებს, რომელთა მიმართაც ვალდებულება საერთაშორისო კონვენციების საფუძველზე აქვთ დაკისრებული, რადგან სახელმწიფო ვალდებულია თავშესაფრის მაძიებლებს გაუწიოს უფასო იურიდიული დახმარება და აღნიშნული იურიდიული დახმარების თანხობრივი კომპენსაცია კი ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით უნდა მოხდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *