Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სულ სველი იყო და ტელეფონზე თამაშობდა – აცხადებს ტაქსის მძღოლი, რომელმაც 4 წლის გოგონას დედა ძმებთან ერთად სანაპიროდან სახლში მიიყვანა

სულ სველი იყო და ტელეფონზე თამაშობდა – აცხადებს ტაქსის მძღოლი, რომელმაც 4 წლის გოგონას დედა ძმებთან ერთად სანაპიროდან სახლში მიიყვანა

აღშფოთებული და დამწუხრებული იხსენებს ტაქსის მძღოლი მომენტს, როცა დამხრჩვალი გოგონას დედა მის ძმებთან ერთად პალეო ფალიროს სანაპიროდან სახლში მიიყვანა. 

ტაქსის მძღოლმა ინტერვიუ ტელემაუწყებელ Star-ს მისცა. განაცხადა, რომ დედა მის 2 შვილთან ერთად პოსიდონოსის გამზირიდან შუაღამისას აიყვანა. ქალი სულ სველი იყო, მძღოლს უთხრა რომ ფრანგულად საუბრობდა და საერთოდ არ ეტყობოდა აღელვება.

“სულ სველები იყვნენ და შემეცოდნენ. მორიგეობას ვამთავრებდი. მთხოვეს ლიოსიონის ქუჩაზე წამეყვანა. გზაში მითხრა, რომ საფრანგეთიდან არიან. არ შემინიშნავს რომ რამე აწუხებდა. ბავშვებს კი ეტყობოდათ რომ დაღლილები იყვნენ. გავიფიქრე რა საქმე აქვს ახალგაზრდა ქალს მარტოს, 2 ბავშვთან ერთად გამთენიის 2 საათზე სანაპიროზე სულ სველს.. როცა დანიშნულების ადგილამდე მივედი უკან გავიხედე, რომ არაფერი დავიწყებოდათ მანქანიდან გადასვლისას. შუაში იჯდა და ტელეფონზე თამაშობდა, ბავშვებს ეძინათ. რომ მცოდნოდა რა მოხდა შევთავაზებდი ერთად გავბრუნებულიყავით სანაპიროზე და გადაგვერჩინა პატარა. დაუყოვნებლივ წავიყვანდი საავადმყოფოში.” – აცხადებს ტაქსის მძღოლი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *