ტაქსის მძღოლები სამინისტროში ფერადი კვამლითა და სიგნალებით მივიდნენ
ტაქსის მძღოლები სამინისტროში ფერადი კვამლითა და სიგნალებით მივიდნენ
როგორც უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია დღეიდან ტაქსის მძღოლთა პროფკავშირების გადაწყვეტილებით განმეორებითი გაფიცვები დაიწყო.
აქციის მონაწილეები დილით ადრე შეიკრიბნენ და სატრანსპორტო სამინისტროსკენ ფერადი კვამლითა და უწყვეტი სიგნალებით გაემართნენ.
ტაქსის მძღოლები რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ.
მათ მთავარ მოთხოვნად გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების ელექტრონულად დაქირავების პროგრამის შეჩერება რჩება. ტაქსის მძღოლები აღნიშნული პროგრამის 2035 წლამდე გადადებას ითხოვენ.
მოთხოვნათაგან ერთ-ერთია:
- სხვადასხვა აპლიკაციებისთვის მუშაობის წესების დადგენა, რათა აღმოიფხვრას არაჯანსაღი კონკურენცია,
- ტაქსის მძღოლებისთვის ავტობუსების ზოლებში შესვლის და გადაადგილების ნების დართვა,
- ტარიფების კორექტირება,
- სამართლიანი საგადასახადო მოთხოვნები.
Facebook Comments Box
