Latest news
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება 25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს ნიკოს ხარდალიასის გეგმა ათენში 12 თვის განმავლობაში უწყვეტ ტურიზმს ითვალისწინებს
ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

ტემბი: სასამართლო პროცესი კარისტიანუსა და კონსტანტოპულუს შორის შელაპარაკების გამო შეჩერდა

ტემბი: სასამართლო პროცესი კარისტიანუსა და კონსტანტოპულუს შორის შელაპარაკების გამო შეჩერდა

დაძაბულობით დაიწყო ტემბში მომხდარი ტრაგედიის სასამართლოს მეორე პროცესი დღეს დილას.

ზოი კონსტანტოპულუმ და მარია კარისტანიუმ უკმაყოფილება გამოთქვეს ნათესავების სასამართლო დარბაზში შეშვების პროცედურაზე, რადგან მიმდინარეობს მკაცრი შემოწმებები და არ რთავენ ნებას ყველას დაესწრნონ პროცესს.

აღნიშნული პროცედურა გააპროტესტეს თავად ნათესავებმაც.

პროცესზე ბრალდებულთა შორის არიან: სპიროს პატერასი, საბერძნეთის რკინიგზის სადგურის ყოფილი პრეზიდენტი, კონსტანტინოს ვენეცანაკოსი,  ΕΡΓΟΣΕ-Σ პროექტების დირექტორატის ხელმძღვანელი, აპოსტოლოს ცაკირისი, ემანუელ ღეორღილაკისი და პავლოს კურზისი, რომლებიც ΕΡΓΟΣΕ-ს აღმასრულებლების თანამდებობას იკავებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ΕΡΓΟΣΕ არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საბერძნეთში რკინიგზის ინფრასტრუქტურის პროქტების დიზაინზე, შესწავლაზე, ტენდერებსა და მშენებლობაზე. 

რუციმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუღებელია განლაგება სასამართლო დარბაზში. ყველა ნათესავი აპროტესტებს იმას, რომ დარბაზის პირველი ორი რიგი დაკავებული აქვთ პოლიციელებს, ნათესავები კი ძლივს ისმენენ და ხედავენ წარმოებულ პროცესს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *