ტრაგიკული შემთხვევა სალონიკში – ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგიკული შემთხვევა სალონიკში – ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
10 მარტს ღამით სალნიკში, კერძოდ პოლიხნიში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ღამის 9 საათზე აღნოსტუ სტრატიოტუს ქუჩაზე მიმავალი ავტომანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ტროტუარზე შევარდა, სადაც 2 ფეხით მოსიარულე გადაადგილდებოდა. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა და ორიდან ერთ-ერთი, კერძოდ 25 წლის ბიჭს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტომანქანა მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და აღნიშნული დაცვის კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალიდანაც დასტურდება. ავტომანქანა გაჩერებაზე დადგმულ ნიშანს, ხეს და შემდეგ გამვლელებს შეეჯახა.
Facebook Comments Box
