Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

უამინდობის ფენომენი კვირის ბოლომდე გასტანს

უამინდობის ფენომენი კვირის ბოლომდე გასტანს

ძლიერი წვიმებისა და შტორმის შემდეგ საბერძნეთში ამინდი დროებით გაუმჯობესდება, თუმცა ხანმოკლე შესვენებას მკვეთრი ტემპერატური ვარდნა მოჰყვება.

მეტეოროლოგ გიორგოს ცატრაფილიასის პროგნოზით, პარასკევიდან, 16 ოქტომბრიდან, უკრაინიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები ტემპერატურას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მოსალოდნელია წვიმა, ადგილობრივი ჭექა-ქუხილი და თოვლი მთიან რეგიონებში.

15 ოქტომბერს, მცირე ნალექია მოსალოდნელი ევიაზე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, კიკლადესსა და დოდეკანისაზე, ხოლო კრეტაზე უამინდობის ფენომენი უფრო მკვეთრად დაფიქსირდება და წვიმას ჭექა-ქუხილიც შესაძლოა მოჰყვეს. საბერძნეთის სახმელეთო ნაწილში ტემპერატურა 19-20 გრადუსამდე, კუნძულებზე კი 21-22 გრადუსამდე მოიმატებს. ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის ქარის სიჩქარე ზოგან 8 ბოფორს მიაღწევს.

პარასკევსა და შაბათს, 16-17 ოქტომბერს, ცივი ჰაერის მასების შედეგად ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. შაბათის გამთენიისას მთიან რეგიონებში მოთოვს.

კვირას, 18 ოქტომბერიდან კი სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *