Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ფსათა: ექსპერტებმა ვერტმფრენების შეჯახების ადგილი შეისწავლეს

ფსათა: ექსპერტებმა ვერტმფრენების შეჯახების ადგილი შეისწავლეს

საბერძნეთში, კერძოდ ფსათაში ორი ვერტმფრენის შეჯახების მიზეზის დასადგენად გამოძიება აქტიურად გრძელდება. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს სპეციალურმა ჯგუფებმა და ექსპერტებმა შეაგროვეს მტკიცებულებები. შემთხვევის ადგილის ზუსტი აღწერისთვის გამოიყენეს დრონიც. საჰაერო გადაღებების საშუალებით დეტალურად აღირიცხა როგორც ავარიის ადგილი, ისე მიმდებარე ტერიტორია.

შეგროვებული მასალები შესაბამის უწყებებს გადაეცემა რათა გამოძიების ფარგლებში შეფასდეს და დადგინდეს ვერტმფრენების შეჯახების ზუსტი მიზეზები და გარემოებები. გამოძიების შედეგები ასევე გადაეგზავნება ვიოტიის პროკურატურას, ხოლო სპეციალისტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობას განაგრძობენ შემთხვევის სრულყოფილად გამოსაკვლევად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *