Latest news
23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს
პარასკევი, აპრილი 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

შემზარავი მკვლელობა ევიაზე: 66 წლის კაცი ბალიშით გაგუდეს, გახადეს ტანსაცმელი და ხელში დანა დააჭერინეს

შემზარავი მკვლელობა ევიაზე: 66 წლის კაცი ბალიშით გაგუდეს, გახადეს ტანსაცმელი და ხელში დანა დააჭერინეს

სრულიად ევიას მოსახლეობა აღაშფოთა 66 წლის კაცის მკვლელობის საქმემ, რომელსაც თავს უმწეო მდგომარეობაში დაესხნენ. გამოძიება ვარაუდობს, რომ კაცი მაშინ მოკლეს, როცა ეძინა. თავდამსხმელებმა კაცი ბალიშით გაგუდეს, თუმცა იმისთვის რომ სამართალდამცავი ორგანოები შეცდომაში შეეყვანათ გარდაცვლილს ტანსაცმელი გახადეს, ხელში დანა დააჭერინეს და ცხედარი სახლის კიბეებზე გადაიტანეს. 

გამოძიება ვარაუდობს რომ 66 წლის კაცი მისმა შვილებმა და სიძემ მოკლეს.
საფუძვლიან ეჭვს კი შემდეგი ფაქტები იწვევს:
კაცის მკვლელობამდე 22 წლის ბიჭმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მამამისი თავს დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას პოლიცია თავდამსხმელებმა ვერ დაარწმუნეს, რომ მამა მათზე ძალადობას ცდილობდა: “ადგილი, სადაც გარდაცვლილი იპოვეს ეჭვს იწვევდა გამომომძიებლებში. პოლიციის თანამშრომლებს ასევე ეჭვი აღუძრა მამისა და შვილის ფიზიკურმა მონაცემებმა. 22 წლის ბიჭი მაღალი, ძლიერი შესახედაობის არის, ხოლო მამა კი ტანით პატარა, სუსტი.” – ვკითულობთ საქმის მასალებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *