Latest news
რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა შვებულების პერიოდში მანქანის ქალაქში დატოვებისას სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს 
ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შორტი, რომელმაც შესაძლოა „ეველპიდონის ჩემოდნის“ საქმეში გარდაცვლილი ქალის ვინაობა გამოავლინოს

შორტი, რომელმაც შესაძლოა „ეველპიდონის ჩემოდნის“ საქმეში გარდაცვლილი ქალის ვინაობა გამოავლინოს

ეველპიდონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობაში, ჩემოდანში აღმოჩენილი ქალის ცხედრის საქმის გამოძიება ახალ ეტაპზე გადადის. საბერძნეთის პოლიცია (ΕΛΑΣ) ცდილობს დაადგინოს გარდაცვლილი ქალის ვინაობა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამომძიებლებმა ყურადღება ქალის ტანსაცმელზე გაამახვილეს, განსაკუთრებით კი ერთ შორტზე, რომელიც ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სახელწოდებას ატარებს. ეს ნივთი ახლა დეტალურად მოწმდება და შესაძლოა გამოძიებას ახალი მიმართულება მისცეს. გამომძიებლების შეფასებით, ასეთი შორტის ტარება შეიძლება ნიშნავდეს, რომ ქალი თავად სწავლობდა ამ უნივერსიტეტში ან მის ახლო წრეში ვინმე იყო ამ სასწავლებლის სტუდენტი.

საბერძნეთის პოლიცია, გეგმავს დაუკავშირდეს აღნიშნულ უნივერსიტეტს, რომელიც როგორც დადგინდა თანამშრომლობს საბერძნეთის რამდენიმე ორგანიზაციასთან.

ქალის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მას პოლიციასთან წარსულში კავშირი არ ჰქონია და არც დაკარგულ პირთა სიებთან შედარებამ გამოიღო შედეგი. დნმ-ის ანალიზითაც ვერ მოხერხდა მისი სავარაუდო ნათესავების ვინაობის დადგენა. 

საქმის გახსნა კიდევ უფრო რთულდება, რადგან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამაც ვერ შეძლო გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *