Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დაშავდა

ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დაშავდა

ხმამაღალი მუსიკა ჰაერში იფრქვეოდა, ბასები იატაკს აზანზარებდნენ, ასობით რითმს აყოლილი სხეული სინქრონულად ირხეოდა და მხიარული განწყობის ფონზე ახალგაზრდები ცხოვრების საუკეთესო მომენტს უზიარებდნენ ერთმანეთს, როცა წამის მეასედებში ყველაფერი შეიცვალა.. უეცარმა ნათებამ ღამის კლუბში დამკვიდრებული მხიარულება შიშით შეცვალა. ხანძარი შენობას ძალიან სწრაფად მოედო, ხალხი პანიკაში ჩავარდა.. ყვირილი.. წივილი.. ახალგაზრდები ერთმანეთს ასკდებოდნენ, ხელს ჰკრავდნენ, თავის გადარჩენას ცდილობდნენ.. მაგრამ ძალიან ბევრმა ვერ შეძლო თავი გადაერჩინა..

ეს არ არის ერთი დრამატული ისტორია.. ეს არის ერთი სულისშემძვრელი რეალობა, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა ღამის გასანთრობ ცენტრებში: 2003 წლის ხანძარი Station στο Rhode Island-ში, 1942 წლის ხანძარი Cocoanut Grove ბოსტონში, 2013 წლის ხანძარი ღამის კლუბ Kiss-ში ბრაზილიაში და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს 2025 წლის ხანძარი ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბ Pulse-ში. ხანძარი, რომელმაც 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ხოლო 150 ახალგაზრდა კი მძიმედ დაშავდა.

თვითმხილველების ჩვენებებზე დაყრდნობით ცეცხლი შენობას ფეირვერკების გასროლის შემდეგ მოედო. 

პოლიციამ უკვე 20 ადამიანი დააკავა, დაკავებულთაშორის არის კლუბის დირექტორიც. 

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ 7 დღიანი გლოვა გამოაცხადა გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად.

სამწუხარო რეალობაა, რომ ყველაზე სისხლიანი, მომაკვდინებელი ხანძრები შენობებში ღამის, გასართობ კლუბებშია გაჩენილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *